რეზონანსი
15.08.2019

 (რეზონანსი) ფილმი აგვისტოს ომზე სახელწოდებით „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" "იმედის" ფეისბუქგვერდიდან წაიშალა.

მისამართი, რომელზეც ფილმი ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო, აღარ არსებობს, თუმცა იუთუბზე ისევ რჩება.

ნეტგაზეთის ცნობით, ფილმი იმედინიუსის მთავარი რედაქტორის თეონა გეგელიას ინიციატივით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით წაიშალა.

ტელეკომპანია იმედის ეთერში 11 აგვისტოს გავიდა ფილმი: „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომლის ავტორიც და მასზე მომუშავე გუნდიც მითითებული არ არის. მოგვიანებით არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო „ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". ლალიაშვილის კომენტარი ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×