რეზონანსი
15.08.2019

 (რეზონანსი) ამერიკული „კონტი ჯგუფი" ანაკლიის პროექტს ტოვებს. აქციების 42 პროცენტის მფლობელმა კომპანიამ ჯერ სამეთვალყურეო საბჭოდან, ახლა კი კონსორციუმიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ანაკლიის კონსორციუმი ამ დრომდე არ ამბობს, რატომ დატოვა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა".

სააგენტო „აქცენტმა" დღეს დაწერა, რომ კონტი ჯგუფი ღრმაწყლოვანი ქართული პორტის მშენებლობის პროექტს საქართველოს მთავრობის გამო გამოეთიშა. ამერიკულმა კომპანიამ ფონდის დამფუძნებლებზე ხელისუფლების იერიშის ფონზე ვეღარ დაინახა მთავრობის მხარდაჭერა, რომ მათ პირველი ქართული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნამდვილად უნდათ.

ვინ ჩაანაცვლებს „კონტი ჯგუფს" ჯერ უცნობია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ რისკები შესაფასებელი აქვთ და ამის შემდეგ იტყვიან, რას ფიქრობენ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, რომელსაც ამერიკელი აქციონერი გამოეთიშა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×