რეზონანსი
15.08.2019

  სამხარეო ადმინისტრაციაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მეხანძრე-მაშველები კერების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. ადგილზე რჩება ოთხი სახანძრო მანქანა.

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორისა და საკრებულოს თანამშრომლები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. მათი ინფორმაციით, ხანძარმა დააზიანა ტექნიკა და დოკუმენტაცია.

ხანძრის გამო გადაკეტილია დიდიმამიშვილისა და შალვა ახალციხელის ქუჩები. სამართალდამცველებმა ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. პოლიციის მიერ გავლებული ყვითელი ლენტის გამო, მოქალაქეებს და ავტომობილებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალებათ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×