რეზონანსი
15.08.2019

 გუგუტიანთკარში უმძიმესი ვითარებაა. დღეს დილიდან უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება. რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს და საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვრის მიღმა.

მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს. გუგუტიანთკარში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე, გია რაზმაძე კი დილიდან საკუთარ სახლს ანგრევს და ტერიტორიის დატოვებისთვის ემზადება. ოკუპანტების სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი სახლიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.

მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ქართველი სამართალდამცავებიც.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×