რეზონანსი
15.08.2019

  იურისტ თედ ჯონასს ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს:

თედ ჯონასი თვლის, რომ „ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები; და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა".

„ნუთუ საქართველოს პროკურატურას უბრალოდ არ ძალუძს აწარმოოს გამოძიება დროულად და კომპეტენტურად? სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია?" - აცხადებს თავის წერილში თედ ჯონასი.

მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შსს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ს საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან.

"ლიბერალი" ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ თედ ჯონასის წერილს.

14 აგვისტო, 2019 წელი

შალვა თადუმაძე

საქართველოს მთავარი პროკურორი

აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი

თბილისი, საქართველო

RE: მოქალაქე ლევან ვასაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

პატივცემულო მთავარო პროკურორო:

მოგმართავთ პირად საფუძველზე და როგორც საქართველოს მოქალაქე. ყოველივე ქვევით მოყვანილი ემყარება ჩემს საფუძვლიან მოსაზრებებსა და შეხედულებებს და ასევე იმ ფაქტებს, რომლებიც ჩემთვის ცნობილი გახდა ადგილობრივი პრესის მეშვეობით (იხ. დანართი 1).

გამოვთქვამ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ გაუმართლებლად ვერ ან არ შეძლო აღეძრა საქმე მოქალაქე ლევან ვასაძის მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური აქტების საპასუხოდ. წინამდებარე წერილი გამოხატავს ჩემს მოქალაქეობრივ პროტესტს ბატონი ვასაძისა და მის მიერ საჯაროდ და ღიად ჩადენილი კრიმინალური აქტების წინააღმდეგ, რაც დასტურდება მედიით გამოქვეყნებული მასალებით.

როგორც თავადაც კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია „ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. კონსტიტუცია არ უარყოფს სხვა, უნივერსალურად აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებას. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან."(მუხლი 4.2.). კონსტიტუცია აცხადებს, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია" - პრინციპი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული ბატონი ვასაძის მიმართ მის პასუხისგებაში მისაცემად ჩადენილი დანაშაულის გამო, ისევე როგორც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა დასაცავად, რასაც განსაზღვრავს კონსტიტუციის 11.1 მუხლი.

საქართველოს კონსტიტუციით აზრისა და მისი გამოხატვის უფლება დაცულია, ისევე როგორც წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება (მუხლი 17.1 და მუხლი 21.1).

ამ უფლებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა, „თბილისი პრაიდის" სახელწოდების ქვეშ, სცადა შეკრება და მარშის ჩატარება 16-22 ივნისის დღეებში, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების აღიარებისა და დაცვის მხარდასაჭერად. ეს პერიოდი ემთხვევა ე.წ. „პრაიდის თვეს", რომელიც აღინიშნება მთელს მსოფლიოში, როგორც ლგბტ თემის აღიარებისა და მხარდაჭერის კვირეული.

დაწყებული, დაახლოებით, 2019 წლის 15 ივნისიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქე ლევან ვასაძემ ჩაიდინა შემდეგი:

მობილიზება გაუკეთა მოქალაქეთა ჯგუფს, რომელშიც გააწევრიანა მხოლოდ მამაკაცები და განსაკუთრებით ფიზიკურად ძლიერი მამაკაცები და მოუწოდა შეიარაღებულიყვნენ „მწყემსის კომბლებითა" და „ქამრებით" რათა: (1) შეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს სხვა მოქალაქეების მიერ საკუთარი აზრის გამოხატვასა და (2) ხელი შეეშალათ საქართველოს სხვა მოქალაქეებისათვის მშვიდობიანად შეკრებილიყვნენ ზემოთ აღნიშნული მიზნით. ვასაძე ღიად მიმართავდა საკუთარ ქმედებებს ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ (მათ მოიხსენიებდა „სოდომისტებად"), რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ ჯგუფს დაცულს დისკრიმინაციისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 142) და საქართველოს კანონით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" (მუხლი 1).

დაემუქრა „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს, მონაწილეებსა (ლგბტ თემის წარმომადგენლები) და მათ მხარდამჭერებს ძალადობით და მის მიერ მობილიზებული და შეიარაღებული ფორმირების მიერ დაკავებით.

დაემუქრა საქართველოს პოლიციას ძალადობით თუ ისინი იმოქმედებდნენ „თბილისი პრაიდის" მონაწილეთა დასაცავად ან თუ ისინი ჩაერეოდნენ ვასაძის მიერ ორგანიზებული და შეიარაღებული ფორმირების მოქმედებაში.

ვასაძის გამონათქვამების სრული სია, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილუკანონო ქმედებებს და გამოქვეყნებული იქნა პრესაში, თან ერთვის წინამდებარეწერილს დანართი 1-ის სახით.

ვასაძის მუქარის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2019 წლის 17 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, გააფრთხილა „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, რომ ვერ შეძლებდნენ მათ დაცვას შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისას და ამგვარად, „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უარი ეთქვათ თანასწორ დაცვაზე კანონის ძალით. იხილეთ, მაგალითად, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებები, რომლითაც დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უარი უთხრა აქტივისტებს მოთხოვნაზე გაემართათ „ღირსების მარში" და რომ მოქმედი კანონის საწინააღმდეგოდ, ლგბტ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს."

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×