რეზონანსი
15.08.2019

  საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია „ბარვილ ჯორჯიას" თანამშრომლები გაიფიცნენ.

შეკრებილები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორებას მოითხოვენ.

„ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს და ვითხოვთ გაზრდას. კადრები საკმარისი არ არის. 5 წელიწადია ვმუშაობთ 12 საათიან ცვლაში, გვიწევს 11 საათი მუშაობა, 1 საათი შესვენებით და გვინაზღაურებენ 10 საათის ნამუშევარს. უსაფრთხოების ნორმებიც გასაუმჯობესებელია. წერილობით მივმართეთ ხელმძღვანელებს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღეთ. თუ არ გაკმაყოფილებთ ჩვენი პირობები, გააჩერეთ მუშაობაო. ასე გავაგრძელებთ, ვიდრე არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს", - განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია ,,ბარვილ ჯორჯიას" გამშვები ბიუროს ოპერატორმა გიორგი ებრალიძემ.

აქიის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. იგი ,,ბარვილ ჯორჯიას თანამშრომლების მოთხოვნებს საფუძვლიანს უწოდებს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

„ამ ადამიანები ითხოვენ ხელფასების მომატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, რაც სავსებით სამართლიანია.აქ დასაქმებულებს 21-ე საუკუნეში 12 დღიანი შრომითი ხელშეკრულებები გააჩნიათ და ეს არის კანონის უხეში დარღვევა. ჩვენ, პროფკავშირები ვაპირებთ სამართლიან ბრძოლას. თუ ეს კომპანია იყიდება , ეს ადამიანები უპირობოდ უნდა გადავიდნენ , მეორე კომპანიაში", - განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანიამ.

კომპანია „ბარვილ ჯორჯია"-ში კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×