რეზონანსი
15.08.2019

  კასპში, ბორჯომის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების დროს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ გზას სარწყავი არხი კვეთს. პროექტში კი სარწყავი არხი მითითებული არ იყო. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

ადგილობრივი მცხოვრებლებმა კომპანიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მოასფალტების შემთხვევაში, არხი გაუქმდება, ამიტომ, საჭიროა მიწისქვეშ მილის ჩადება.

საუბარია, დაახლოებით 30მ სიგრძის სარწყავი არხის მილებზე. როგორც კასპის შპს „სოფლის წყალი" მერიას ატყობინებს, აუცილებელია, მოასფალტებამდე ახალი მილის შეძენა. ამისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა გამოიყო.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, სამშენებლო კომპანია ხელმძღვანელობს იმ პროექტის მიხედვით, რომელსაც მერია ტენდერის გამოცხადების დროს, აქვეყნებს.

წყარო: qartli.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×