რეზონანსი
15.08.2019

  „ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ფილმთან დაკავშირებით იმედის ჟურნალისტების რეაქციებს ეხმაურება და იმედის თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ მაგრად დადგნენ.

მისი თქმით, ამგვარი საქციელებით მათ სხვებისთვის წითელი ხაზების დაწესება შეუძლიათ.

„იმედის თანამშრომლები თუ მაგრად დადგებიან, დარწმუნებული ვარ, რომ ლალიაშვილს და მის დამქაშებს კეთროვნებად აქცევენ!

არ გეგონოთ ხალხო, რომ დამქირვებელია მთავარი, თქვენს გარეშე დამქირვებელი ნულია!

შეგიძლიათ წითელი ხაზების დაწესება თუ მყარად დადგებით!"- წერს ჩეგროლეიშვილი.

„იმედის" ჟურნალისტები რუსეთ-საქართველოს ომზე ეთერში გასული ფილმის შინაარსს არ იზიარებენ. ამის შესახებ ტელეკომპანიის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის" ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომელმაც საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა დაიმსახურა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×