რეზონანსი
15.08.2019

  საბურთალოსა და არარატ-არმენიას მატჩის დაწყებადმე უკრაინულმა გამოცემამ კოეფიციენტების საეჭვო ცვლილება შეამჩნია.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-ამ კოეფიციენტების საეჭვო ცვლილება დააფიქსირა. სტატიის ავტორი განმარტავს, რომ მსგავსი დინამიკა, ერევანში ჩატარებული შეხვედრის დროსაც შეინიშნებოდა.

გუნდებს შორის პირველი თამაშის გამართვამდე „საბურთალოს" მოგების კოეფიციენტი 1.85-დან 1.95-მდე მერყეობდა, რაც 51-54%-იან მოგების ალბათობას შეესაბამებოდა. ამის შემდეგ, საპასუხო მატჩის გამართვამდე ქართული კლუბის კოეფიციენტი 2.36-მდე გაიზარდა, შესაბამისად მოგების ალბათობა შემცირდა და ის დაახლოებით 42%-ს გაუტოლდა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ „საბურთალოს" გასვლით მატჩი მოგების უფრო დიდი შანსი მიანიჭეს, ვიდრე თბილისში გამართულ შეხვედრაში.

საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონი სომხურ კლუბთან ორი მატჩის 2:3 დამარცხდა და საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×