რეზონანსი
15.08.2019

  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კურორტ ბახმაროში.

„გურიის მოამბის„ ინფორმაციით, ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომანქანა, უჩხუბის ხიდთან მოსრიალდა, ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას და წყლის არხში გადავარდა.

შავი ფერის ავტომანქანაში ბავშვები იმყოფებოდნენ, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზიანებული მანქანები არხიდან ტრაქტორით ამოიყვანეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×