"თიბისი კვლევების" შეფასებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი დაახლოებით 4.3%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული დაახლოებით 5%-სა. მართალია ტურიზმის სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა საქონლის ექსპორტი და გზავნილები მნიშვნელოვან ზრდის ტემპს შეინარჩუნებს. ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, იმპორტის საკმაოდ დაბალი ზრდაა მოსალოდნელი.
გაცვლითი კურსის მხრივ, მომდევნო თვეებში ლარის 2.80 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა ნავარაუდევი. აღნიშნული პროგნოზი შემდეგს ეფუძნება:
დოლარის მსოფლიო მასშტაბით შემდგომი გამყარება ნაკლებად სავარაუდოა;
მართალია საგარეო სექტორი ისეთივე ძლიერი აღარაა, როგორც მოსალოდნელი იყო და როდესაც სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვება ხდებოდა, თუმცა ის მაინც დაბალანსებულია;
საერთაშორისო ბაზრებზე საკრედიტო რესურსების მოზიდვის მხრივ გარემო უფრო ხელსაყრელია;
ლარის რეალური ეფექტური კურსი სადღეისოდ მკვეთრად გაუფასურებულია, უფრო მეტადაც კი ვიდრე 2015 წლის პიკის დროს;
სადღეისოდ არსებული გაცვლითი კურსის შენარჩუნება ინფლაციის შემდგომ ზრდას გამოიწვევს, რასაც ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, საპროცენტო განაკვეთების აწევისა და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით რეაგირება მოჰყვება;