რეზონანსი
15.08.2019

 მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული ორი ტურისტი მკვდარი იპოვეს, ერთი კი დაშავებულია.

როგორც "პირველ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამი ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მესტიის სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტების პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა და მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×