შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.რ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
რაც შეეხება მომხდარს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ჩიქობავას ქუჩაზე, ე.წ. ლონდონის ბაღში მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მათივე ძაღლების ჩხუბის გამო დაიწყო, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.