რეზონანსი
13.08.2019

აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის ვიზის გაგრძელებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის („მწვანე ბარათის") მიღების პირობები მკაცრდება. ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი კანონი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შევა და რომლის თანახმადაც, იმ აპლიკანტებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოსგან გარკვეული სახის სოციალურ შეღავათებს იღებენ, როგორიცაა, მაგალითად, საკვებითა და საცხოვრებელი ფართით დახმარება, ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა ვიზის გაგრძელებაზე ან მწვანე ბარათის მიღებაზე უარი უთხრას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 22 მილიონი ლეგალური მიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც აშშ-ის მოაქალაქეობა არ გააჩნიათ.

სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის სამიზნე დაბალი შემოსავლის მქონე იმიგრანტები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×