რეზონანსი
13.08.2019

 ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ფრაზა - „მარა კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა“ - თავის დროზე დაუფიქრებლად თქვა.

„სიმართლეს გაუმარჯოს, წავედით „ქართული ოცნების“ ოფისთან. მე სისიც არ ვიცოდი თუ იქ ოფისი იყო, მეგონა ამომრჩევლებს ხვდებოდნენ და ამიტომ წავედი, ხალხთან სასაუბროდ მივდიოდი მეგონა. მერე იქ როგორ ცუდად განვითარდა მოვლენები, კი ნახეთ.

ამასობაში, მითხრეს, რაც უთქვამს ჩემზე კალაძეს და ვთქვი ის, რაც ვთქვი და ვთქვი თუ არა, რა წამსაც წინადადება დავასრულე, იქვე ვინანე. შეიძლება, თავად კალაძეს ეკუთვნოდა, ის რაც ვთქვი, მაგრამ არ ეკუთვნოდა იმ დაღუპულ ბიჭს და ოჯახს, რომელმაც ჩემსავით დაკარგა შვილი. კალაძემაც ხომ იცის, რა არის ოჯახის წვერის დაკარგვა? ზუსტად ვიცი, რომ იცის“ - აღნიშნა სარალიძემ "ალიასთან" ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×