რეზონანსი
13.08.2019

 “რუსთავი2”-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილის ჩანაწერებში ერთი ეპიზოდი ეხება იმას, თუ როგორ ეშინოდა მიხეილ სააკაშვილს “რუსთავი2”-ის, რათა გადაცემა 60 წუთში, ლონდონში მდებარე მისი სახლის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება არ ჩატარებულიყო. კიწმარიშვილის ჩანაწერს სააგენტო 2020NEWS ავრცელებს.

“იმ პერიოდში “ვარდების რევოლუცია” ახალი მომხდარი იყო. მახსოვს, ირაკლი ჩუბინიშვილმა საკრალური ფრაზა მითხრა, რომელიც თავში ჩამრჩა: “მიშას რუსთავი 2“-ის ეშინია და იძახის – არ მინდა, რაღაც დროის მერე, “რუსთავი 2-ზე”, “60 წუთში” ჩემზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადონ, სადაც აღწერილი იქნება, რომ მე სახლი მაქვს ლონდონშიო. მას ეშინოდა “60 წუთში” მოხვედრის და სწორედ ამიტომ, ამ გადაცემის ნახევარი თანამშრომლები უშიშროების სამსახურში გადაიყვანა სამუშაოდ”, – წერს ეროსი კიწმარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×