რეზონანსი
12.08.2019

 THIRTY SECONDS TO MARS კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  Black Sea Arena-ს  ბაქანზე   გაჩერდება.

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 13 აგვისტოს  თბილისიდან გასვლა 12:40 საათზე, ხოლო Black Sea Arena-ზე ჩასვლა 17:25 საათზე, ბათუმში ჩასვლა კი - 18:23 საათზე. რაც შეეხება უკანა რეისს, ბათუმიდან მატარებელი გამოვა 23:50 საათზე, Black Sea Arena-დან - 0:38 საათზე, ხოლო თბილისში ჩამოვა 5:15 საათზე.

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. 

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×