ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობის და საერთაშორისო კორუფციული გარიგებების საქმეზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება 2016 წელს დაიწყო, თუმცა დღეს ისრაელის მედია კვლავ გააქტიურდა.
აბაშიძის თქმით, თუკი ქართველი სამართალდამცველები საქმეს ბოლომდე მიიყვანენ ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება გარდაუვალი იქნება.
"ისრაელი კეზერაშვილის დევნას იწყებს! იარაღით უკანონო ვაჭრობა, საერთაშორისო კორუფციული გარიგებები დღეს კვლავ გააქტიურდა ისრაელის მედიაში. ეს არის დღევანდელი სტატია. 2016 წელს, ისრაელში სამხედრო კონტრაქტებთან დაკავშირებით გახმაურებულ კორუფციულ საქმეს იძიებდნენ, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიგურირებდა. მაშინ, გამოცემა "ჰაარეცი" წერდა, როგორ დაკითხეს ისრაელში ყოფილი გენერალი გალ ჰირში და მას სხვა ბრალდებებთან ერთად, დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემა ედება ბრალად. დღეს უკვე გამოცემა „მარკერი" წერს რომ გალ ჰირში კეზერაშვილის მრჩეველი იყო. ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები კორუფციულ გარიგებებში ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით! თუ ქართველი სამართალდამცავები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, კეზერაშვილის ექსტრადირება გარდაუვალი იქნება! არადა მას ისრაელში აუცილებლად გაასამართლებენ! P.S. ამ დროს კეზერაშვილი თურმე აქ ახალი ტელევიზიას ხსნის! დაგუგლეთ მაინც რაც წერს დღესაც მსოფლიო მედია კეზერაშვილზე?", - წერს აბაშიძე.
წყარო: ალია