რეზონანსი
12.08.2019

  ესპანეთში, ბარსელონაში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.

„ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოს კომუნიკაცია აქვს, როგორც ადგილობრივ სამართალდამცავებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×