რეზონანსი
12.08.2019

  ქიბარ ხალვაშის განცხადება რუსთავი2-ის გაყიდვის შესახებ, მოულოდნელი არ ყოფილა ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის. „პრაიმტაიმთან" საუბრისას ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ რუსთავი2-ის ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსები აშენდება.

„ჩემი ამბავი, რაც გაათამაშეს იყო ნიშანი იმის, რომ ეს მოხდებოდა. ეს მე ვთქვი ბევრჯერ. რამდენიც არ უნდა იძახონ თითქოს მე გავაკოტრე ეს კომპანია, მე ვიყავი ამ ტელევიზიის დირექტორი კი არა, ლიდერი, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში. აკოტრებენ ახლა კომპანიას და რა თქმა უნდა, მის ადგილზე იქნება კორპუსები.

ყველანაირი დავალიანება არსებობს, მაგრამ ამასთანავე არსებობდა ამ დავალიანებების გასტუმრების გეგმა. გააკეთოს სახელმწიფოსთან ფინანსური შეთანხმება ამ დავალიანებებზე, რა პრობლემაა. ჩემს დროს რა ვალებიც დაგროვდა ეს იყო გამოწვეული ქიბარ ხალვაშის ყადაღით და სახელმწიფო რეგულაციების გამო. მიუხედავად ამისა, მე ამ კომპანიას ვმართავდი, მიმდინარე დავალიანებებს ვისტუმრებდი და ინვესტირების პირობებში გადარჩენის შანსი ჰქონდა. მფლობელები აპირებდნენ ინვესტირებას, თუმცა ცხადია, ამას არ გააკეთებდნენ სანამ კომპანიის საბოლოო ბედს არ გაიგებდნენ. ქიბარ ხალვაშს ხომ არ მისცემდნენ ამ ფულს? სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილებით ქვეყანაში ხდება უბედურება, დაწყებული დაჭერებით და აგერ, დამთავრებული ტელევიზიის დახურვით. თუ ფიქრობთ, რომ საქართველოში ვინმეს იმხელა ფული აქვს, რომ ტელევიზიას იყიდის, ალბათ მიამიტობაა. დაიმახსოვრეთ, მალე რუსთავი2-ის ადგილზე აშენდება მრავალსართულიანი კორპუსები", - განაცხადა „პრაიმტაიმთან" საუბრისას ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის ყიდის. ამის შესახებ მან ოფიციალურად განაცხადა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს, რომლის გასტუმრებას მისი ფინანსური რესურსები ვერ გასწვდება. ხალვაშის ინფორმაციით, არსებობს ყველანაირი საფუძველი, რომ კომპანია გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×