რეზონანსი
12.08.2019

  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

14-15 აგვისტოს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ტემპერატურულ რეჟიმს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხეთ-დასავლეთიდან სითბოს ინტენსიური გადმოტანა განსაზღვრავს. ჰაერის ტემპერატურა 12-13 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა, ბარში და მთაში +28, +33, ხოლო 14-15 აგვისტოს +32, +37 გრადუსია მოსალოდნელი.

დედაქალაქში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×