რეზონანსი
12.08.2019

  მამაკაცი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო ბანერი ჩამოხია, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა.

36 წლის მამაკაცს სამართალდარღვევისთვის მოსამართლემ 700 ლარის გადახდა დააკისრა.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოხეული ბანერი წარწერით - „რუსეთი კლავს" ზემოხსენებულმა მამაკაცმა მიზანმიმართულად ჩამოხია, თუმცა ბანერი პოლიციელმა კვლავ დაამაგრა, რის გამოც სოციალურ ქსელში მან საზოგადოების, მათ შორის აქციის მონაწილეების კეთილგანწყობა დაიმსახურა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×