რეზონანსი
12.08.2019

  სოფელ გუგუტიანთკარში ბარიერის მშენებლობა შეჩერებულია. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები და მონიტორინგს უწევენ მიმდინარე პროცესებს.

მათი ინფორმაციით, დღეს აღარ გამოჩენილან რუსი სამხედროები.

აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე, 7 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმმა ხელოვნურ საზღვრების გავლება განაახლა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ შესაბამისს ზომებს მიმართა, მათ შორის ცხელი ხაზის ამოქმედებისა და ჟენევის კომისიის საქმის კურსში ჩაყენებით, რის შემდეგაც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×