რეზონანსი
12.08.2019

 ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ეროსი კიწმარიშვილთან დიალოგს იხსენებს. 

„ეროსი კიწმარიშვილმა მითხრა 2003 წელს ერთ კაცზე, მაგას ფული უყვარს ძალიან და ის დაღუპავსო, ფული და კარგი ცხოვრება ვის არ უყვარს და თავისთავზე მივანიშნე და მეც-მეთქი,დავამატე ბალანსისთვის. არაო მითხრა -  მაგას ძალიან, ძალიან უყვარსო. ჰოდა, ადეიშვილთან ინტერვიუში წამოსცდა ნიკა გვარამიას, არ ნანობ უფულოდ (ისე დაუმშვენდა ცხვირი ორივეს) რომ დარჩიო... ისე უთხრა, თვითონ აშკარად გამოსწორებული ჰქონდა ეს "ნაკლი"...

ნიკა გვარამიას ძალიან, ძალიან და ძალიან უყვარს ფული. ის კაცი, ვისზეც ეროსი მეუბნებოდა დაჭერილია“, - წერს ხაბურძანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×