რეზონანსი
11.08.2019

 (რეზონანსი) კანარის კუნძულებზე ტყე იწვის. „როიტერის" ინფორმაციით, ხანძარი ტყის მასას კუნძულ გრან კანარიაზე გაუჩნდა. ხანძარმა უკვე 900 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქებიდან: არტენარადან, ტეხედადან და გალდარიდან 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარი, რომელიც ქალაქ ლას პალმასიდან 30 კილომეტრში მძვინვარებს, დამსვენებლებისთვის პოპულარული ეროვნული პარკისკენ ვრცელდება. ცეცხლის ჩასაქრობად ხელისუფლება თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს იყენებს. პოლიცია აცხადებს, რომ ხანძარი სავარაუდოდ ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ მეტალების შესადუღებელი ელექტრომოწყობილობის გამოყენების გამო გაჩნდა.

„ევრონიუსი" წერს, რომ სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×