რეზონანსი
11.08.2019

 (რეზონანსი) რუსეთში საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში მოტოციკლით ერთობა.

რუსული მედიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს, როდესაც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა, პუტინი ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ჩავიდა და ბაიკერების შოუს დაესწრო.

პუტინი ღონისძიებაზე ეტლიანი მოტოციკლით მივიდა. მასთან ერთად მოტოციკლში ოკუპირებული ყირიმის ლიდერი სერგეი აქსიონოვი და სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ რაზვოჟაევი ისხდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×