რეზონანსი
11.08.2019

 (რეზონანსი) Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე ამერიკელ უოლთონთა ოჯახია, რომელიც Walmart-ის სუპერმარკეტებს ფლობს. ოჯახის ქონება 190.5 მილიარდი დოლარია.

მეორე ადგილი- მარსის ოჯახი, რომელიც ამავე სახელწოდების კომპანიას აკონტროლებს. მათი ქონება 126.5 მილიარდი დოლარია.

მესამე ადგილი - ძმები ჩარლზ და დევიდ კოჰები, რომლებიც ნავთობქიმიურ კორპორაცია Koch Industries-ს ხელმძღვანელობენ, 124.5 მილიარდიანი ქონებით.

მეოთხე ადგილი - ალ-საუდის სამეფო დინასტია საუდის არაბეთიდან, რომელიც 100 მილიარდ დოლარს ფლობს.

მეხუთე ადგილი- საპარფიუმერო სახლ Chanel-ის მფლობელები- ძმები ალენ და ჟერარ ვერთჰაიმერები. მათი ქონება 57.6 მილიარდი დოლარია.

მეექვსე ადგილზეა დიუმას ოჯახი, რომელსაც მოდის სახლი Hermes ეკუთვნის. ქონება 53.1 მილიარდი დოლარი.

მეშვიდე ადგილი - სამი ბელგიური დინასტია - ვან დამი, სპულბერხი და დე მევიუსი. ისინი ლუდსსახარშ კომპანია Anheuser-Busch InBev-ს აკონტროლებენ და მათი ქონება 52.9 მილიარდი დოლარია.

მერვე ადგილზე არიან გერმანული ოჯახები - ბერინგერი და ფონ ბაუმბახი- 51.9 მილიარდი დოლარის ქონებით. მათ ეკუთვნით ფარმაცევტული კონცერნი Boehringer Ingelheim.

მეცხრე ადგილი- ამბანების ოჯახი, რომელიც ინდურ სამრეწველო ჯგუფ Reliance Industries-ს აკონტროლებს. მათი ქონება 50.4 მილიარდი დოლარია.

ბოლო, მეათე ადგილს კი ამერიკელ კარგილთა და მაკკილანების ოჯახი იკავებს, რომლებიც საკვები პროდუქტების კომპანია Cargill-ს ფლობენ. მათი ქონება 42.9 მილიარდი დოლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×