„პროკურორებმა იცოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილება წინასწარ... რას ლაპარაკობთ, რას ბოდავთ, სად იმყოფებით,“ - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში გააკეთა. გვარამიასთვის ამ წუთებში მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ თათბირობს.
„ნინო ნიჟარაძე სულ არ ვიცი, ვინ არის, არ მინახავს არასდროს, საერთოდ. 2015 წელს სად იყო, ეს კონტრაქტი, რომ გავაფორმე, რატომ გამოჩნდა 2019 წელს სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე პროკურატურაში, რატომ, საიდან მოვიდა? იმიტომ, რომ ესენი ახლა აქ უნდა იჯდნენ და იმიტომ, რომ იცოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილება წინასწარ ამათ“, - თქვა ნიკა გვარამია.