რეზონანსი
10.08.2019

 თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პროკურორმა ნიკა გვარამიასთვის გირაოს მოთხოვნის საფუძველი განმარტა. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს 25-ჯერ აქვს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი და ჰყავს სანაცნობო წრე საქართველოს ფარგლებს გარეთ და შესაძლოა, ნიკა გვარამია მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ფლობს უძრავ ქონებას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე... ასევე, ის ფლობს აგარაკს. ამასთან, სამაუწყებლო კომპანიაში მუშაობის პერიოდში მას ხელფასის სახით აღებული აქვს საკმაოდ სოლიდური თანხა - ჯამში ეს გახლავთ, 4 მილიონი ლარი, მათ შორის, 2019 წელს, ეს არის 300 ათას ლარზე მეტი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად გირაოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 80 ათასი ლარი“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს. 

გვარამიამ პროცესზე განაცხადა, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×