რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) ნორვეგიაში, მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი" იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდასხმა დედაქალაქ ოსლოს გარეუბანში, ალ-ნურის ისლამის ცენტრში მოხდა. პოლიციის მისვლამდე, ბოროტმოქმედი მეჩეთში მყოფებმა გააუვნებელყვეს.

ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. თავდამსხმელს თანამზრახველი არ ჰყოლია. სამართალდამცავი უწყება შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×