რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ეხმაურება. მსოფლიო ბანი წერს, რომ პროკურატურისთვის მთავარი ბინძური ჭორების გავრცელებაა.

ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ ის პირველი იყო, ვისაც უპოვარი ბავშვებისთვის ხურდა ფულის მოპარვა დააბრალეს.

„რა იმიჯს უქმნიან ქვეყანას ეს მართლა მოღალატეები, ყველა ცნობილი ადამიანი, ვინც აკრიტიკებს უნდათ, რომ თაღლითად და ქურდად გამოაცხადონ. მთავარია, პროკურატურამ ბრიფინგი გამართოს და ბინძური ჭორები გაავრცელოს. უმძიმესი ვითარებაა ქვეყანაში, ნეტა თუ დარჩა ვინმე, ვინც ვერ ხვდება სინამდვილეს? ერთ-ერთი პირველი ხომ მე ვიყავი, ვისაც ფონდ იავნანას უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დააბრალეს. განა დაიჯერეთ ვინმემ? მაშინ რომ ყველას ხმა ამოეღო იქნებ არც მისულიყო აქამდე საქმე... ივანიშვილის მონებს და მათ საგმირო საქმეებს ვინც ამხელდა და ამხელს ყველა უნდათ რომ დააშინონ, დააბინძურონ, ციხეში გამოკეტონ. რუსთავი 2 და ნიკა გვარამია პირველ რიგში, ამ მართლა თაღლითებმა, სააშკარაო მხილება ვეღარ აიტანეს და მისდგნენ. ჩემი სოლიდარობა ნიკას, არ დანებდე! ან პატიმრობა ან სიმართლე და თავისუფლება! დღეს რაც არ უნდა მოხდეს შენ მაინც გამარჯვებული ხარ, ბოლომდე ჩამოხადე ნიღაბი, რაც მანამდე აკეთეს, შენი ძალისხმევით ყველაფერს დაერქვა თავისი სახელი!" - წერს პაატა ბურჭულაძე.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×