რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

„საპატრიარქოსთვის არ იყო ცნობილი მიმდინარე სამუშაოების შესახებ. არ ყოფილა შეთანხმებული და შევიტყვეთ, როცა უკვე ფაქტი მომხდარი იყო", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსთან".

დღეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ტაძარში ახალი იატაკის ფენილის მოწყობის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×