(რეზონანსი) „რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ნიკა მელიას საქმეზე იურისტ ანა ნაცვლიშვილის განცხადებას ეხმაურება:
"ასეთი თუ რამე გამეგოს, დედას ვფიცავარ. პროფესიული შოკის გარდა, მოქალაქეობრივი ბრაზიც მახრჩობს! პროფესიულ კრახთან და მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დოკუმენტის დანაშაულებრივი გაყალბების გარდა, ეს პარლამენტის და მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაცაა!
ახლა, შეკითხვას ვუსვამ საქართველოს პროკურატურას: მე თქვენი აზრით დანაშაული ჩავიდინე კონტრაქტის ხელის მოწერით და თქვენმა ხელმძღვანელმა პარლამენტის წევრების შევდომაში შეყვანის მოტივით გაყალბებული დოკუმენტის ხელმოწერით - არა?
ვნახოთ, საქართველოს პარლამენტში თადუმაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ თუ მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ/წევრად დანიშნავენ" - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.
ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი იმ პრეცედენტზე დაყრდნობით მოუხსნეს, რომელიც საერთო არ არსებობს - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა.
როგორც ის ამბობს, მან დეტალურად გაშიფრა პროკურატურის მიერ პარლამენტში ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის მიზნით წარდგენილი 4 ქეისი და აღმოჩნდა, რომ ერთი საქმე საერთოდ არ არსებობს, დანარჩენ სამი კი განსხვავებულია მელიას საქმისგან
ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.