რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილის თქმით, „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს, რაც ნიშნავს, რომ მას აპატიმრებენ.

"რა მნიშვნელობა აქვს ახლა პროკურატურა 100 ლარს დააწესებდა გირაოს, 80 ათას ლარს თუ ნახევარ მილიონს, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ ის არ აპირებს არანაირი თანხის გადახდას გირაოს სახით. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას აპატიმრებენ. სწორედ ეს არის დიქტატურა და დიქტატურის პირველი მაჩვენებელი არის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვადევნებთ თვალს. რეპრესიები, როგორც ჩნს, გაგრძელდება და შეხება ყველას, ვინც დღეს ივანიშვილის ოპონენტს წარმოადგენს. თუმცა მინდა, გავაფრთხილო „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, რომ ყველას ნამდვილად ვერ დაგვიჭერთ და საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გააკეთებს საკუთარ არჩევანს," - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×