რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო დღეს ჩაინიშნა. გვარამიამ ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღო ინფომრაცია. მისივე ცნობით, პროკურატურა გირაოს, 80 ათას ლარს ითხოვს

„საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე. პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო." წერს გვარამია ფეისბუქზე

სამქეს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი განიხილავს.

გვარამიამ გუშინვე განაცხადა, რომ ის გირაოს არ დათანხმდება და არ გადაიხდის.

„ან თავისუფლება, ან პატიმრობა" განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×