რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) მოსკოვში, სახაროვის გამზირზე აქცია „დავიბრუნოთ არჩევნების უფლება" დაიწყო. მერიამ ორგანიზატორებს აქციის გამართვის ნება დართო, მაგრამ მიტინგზე ჯგუფების: „კრივოსტოკის", IC3PEAK и Face-ის კონცერტის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, ამ ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ოპოზიციის მიტინგზე მაინც გამოვლენ.

ორგანიზაცია „თეთრი მრიცხველის" ინფორმაციით, აქციაზე 20 ათასი ადამიანია შეკრებილი.

ისევ აქციამდე დააკავეს ერთ-ერთ ორგანიზატორი, ლიუბოვ სობოლი. ჩხრეკა მიმდინარეობს მისი, როგორც დეუტატობის კანდიდატის ხელმოწერების შეგროვების ცენტრში.

აქციები „სამართლიანი არჩევნებისთვის" რუსეთის ათობით ქალაქში უკვე ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×