რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) ყინწვისის მამათა მონასტრეში მეტლახი დააგეს. ფაქტის ამსახველი ფოტოების ფეისბუქზე გავრცელდა. ფოტოს ავტორის ცნობით, ყინწვისის მონასტერი ასე რესტავრაციის დასრულების შემდეგ გამოიყურება.

"ყინწვისის XIII საუკუნის მონასტერში მეტლახი გლიჯეს, აი ის მეტლახი, მე რომ მაქვს ქუხნაში" - წერს ირაკლი თავაძე ფეისბუქზე.

საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოში On.ge-ს დაუდასტურეს ფოტოსა და ინფორმაციის ნამდვილობა. მათი თქმით, განცხადებას ამზადებენ, რომელსაც მალე გაავრცელებენ. ამ განცხადებას გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.

ყინწვისის მონასტერი მე-12 საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია, რომელსაც მეუფე იობი განაგებს.

ყინწვისის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებზე სიუჟეტი რუსთავი 2-მაც მოამზადა. ტელევიზიის ცნობით, ყინწვისის მონასტერში სამუშაოები თვითნებურად მიმდინარეობს. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ არც საპატრიარქოში და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში. როგორც ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, წინა კვირას სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზეც იყო ჩასული, თუმცა ტაძარში არ შეუშვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×