რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) კომპოზიტორი გია ყანჩელი იუბილარია. მსოფლიოში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დღეს 84 წლის გახდა.

ფეისბუქ მომხმარებელი პაატა ლაგვილავა ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ მოილოცა მედპერსონალმა იუბილარ კომპოზიტორს დაბადების დღე.

გია ყანჩელი იუბილეს კლინიკაში შეხვდა. გია ყანჩელი 1935 წელს თბილისში დაიბადა.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

ავტორია თეატრისა და კინოსთვის დაწერილი უამრავი ცნობილი კომპოზიციის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×