რეზონანსი
10.08.2019

 (რეზონანსი) სხვანაირები, ძალიან საყვარლები არიან. არ ვიცი, რა ემართებათ ტელევიზორში რომ ჯდებიან - აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ქართველ პოლიტიკოსებზე საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსთან" სიძულვილის ენაზე ისაუბრა და თქვა, რომ ტელევიზიით პოლიტიკოსებისგან ხშირად ისმის სიძულვილის ენა, სინამვილეში კი ისინი სხვანაირები არიან

„არ მინდა ხოლმე, როცა ადამიანზე პირადად დავიწყებ საუბარს, შეურაცხყოფა მივაყენო. ამ ბოლო დროს, ჩვენს ტელევიზიაში, ძირითადად, ძალიან ხშირად, ძალიან აგრესიული და უცენზურო ტექსტია ხოლმე. ჩვენი პოლიტიკოსები - სიძულვილის ენა და უხამსი გამონათქვამებია. სხვათა შორის ეგეთები კი არ არიან, მე მინდა მათ გასამართლებლად ვთქვა, სხვანაირები, ძალიან საყვარლები არიან. არ ვიცი, რა ემართებათ ტელევიზორში რომ ჯდებიან. ხალხს ეს არ მოსწონს, მაგრამ იზიდავს - აი, იცი, გუშინ იმან როგორ თქვა?!. მე ის მინდა ვთქვა, რომ ისინი (პოლიტიკოსები) ბევრად უფრო ზრდილობიანები, თავშეკავებულები არიან და ზოგჯერ მორცხვებიც არიან ხოლმე პირად ურთიერთობაში - აი, ის ხალხი ვინც ასე იგინება და ასე უხეშად ლაპარაკობს. ხალხს ეს არ მოსწონს, მაგრამ „ნიუსია"- განაცხადა მარგველაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×