რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალის დადგენილება დახია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ბრალის დადგენილების წაკითხვას არ აპირებს. მისივე განმარტებით, ერთგვერდიანი ბრალი, რომელიც მას გააცნეს, სამარცხვინოა.

„ეს ბრალი არის კონტრაქტის დადებაზე, ეს არის კატასტროფული სამარცხვინობა. ერთგვერდიანი ბრალი მაქვს, რატომ დადო კონტრაქტი დირექტორმა. წარმოდგენილი გაქვთ, რას აკეთებს საერთოდ და რას იხილავს საქართველოს პროკურატურა და როგორ ასაბუთებს, რაც მთავარია, ვერც კერავს საქმეებს. ეს სამარცხვინო საქციელი იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ, ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყუილად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის ბრიფინგზე მოყოლა დაუჯდება პატიმრობად, აუცილებლად. ყველა ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. აი, ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება გარიგებით გაეთრეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს ნაგლეჯები, იმისთვის რომ პოლიტიკურ პატიმრებს იჭერენ და ასრულებენ უკანონო დავალებებს, უკანონო დავალების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი ყველა მოხვდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას", - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×