რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) ნიკა გვარამია რამდენიმე წუთის წინ პროკურატურაში მივიდა. შესვლის წინ, ჟურნალისტებთან მან კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოში დიქტატურა გაძლიერდა.

„სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა, ამ გადაწყვეტილებას ეს გააკეთა. ამის მერე საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გახსნილი დიქტატურას და დღეს ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი გაკეთდა აქეთკენ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ჯერ უცნობია აღკვეთის რა ღონისძიების გამოიყენებს პროკურატურა „რუსთავი 2" -ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×