რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) დავით ბერძენიშვილი ნიკა გვარამიას დაკითხვას გარეთ ელოდება - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ნიკა გვარამია პროკურატურაშია დაბარებული.

„ნიკა გვარამია, აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ნიკა კი იქნება ყოჩაღად, ვატოც, ყველანი დასაშინებელ/ დასაჭერთა სიიდან...

20 ივნისის ამბებზე უსამართლოდ, უკანონოდ დაპატიმრებული ბესოც და ყველა დანარჩენი ყოჩაღად არიან და იქნებიან.

არც მამუკასთვის კისრის მოგრეხვა გამოუვა ბიძინას. ვერც ანაკლიას წაგვართმევს ქართველებს... ამერიკაც იქნება აქ და ნატოც. უფერული ერთფეროვნების შეტევა მრავალფეროვან ქართულ საზოგადოებაზე, მალე დასრულდება დამყმევებელი და დაყმევებული მარცხით, ერთი გაროზგვაც არ აწყენდათ. სუსურუკუ იწყებს კვლავ და კვლავ აგებს... კუკარეკუუუ, ვერა ხომ? ისევ იქ ხართ, ხომ სხვადასხვა ასაკის სავკები?" - დაწერა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რითაც ზიანი მიადგა „რუსთავი 2"-ს და ვერ მიიღო 6 763 510 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×