რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენარალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება;

„არა, ამის გაკეთებას ვერ გაბედავენ - ამ ფრაზით უკვე თავს ვეღარავინ დაიმშვიდებს. ივანიშვილის ძირმომპალი რეჟიმი უკვე ყველაფერს იკადრებს - ისეთებსაც კი, რასაც აქამდე ვერ წარმოვიდგენდით. სრულმაშტაბიანი რეპრესიები და თავისუფალი მედიის მოხჩობის პროცესი უკვე დაწყებულია და ის კიდევ უფრო დიდ მაშტაბებზე გავა. ეს რეპრესიები ყველა ჩვენგანს რაღაც დროს რაღაც ფორმით აუცილებლად შეეხება. არ ვიცი როგორ გასრულდება დღევანდელი დღე - რა აღმკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს ივანიშვილის პირადი კანტორა ნიკას წინააღმდეგ. რასაკვირველია, ნიკა გვარამიას ვერავინ შეცვლის, მაგრამ არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ, მისი გუნდი, ხელებს ჩამოვყრით და დარჩენილი ძალებით ბოლომდე არ ვიბრძოლებთ. ვერ ეღირსებით", - წერს კვესიტაძე ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×