რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) არ მგონია, რომ განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია რაღაც შეთქმულების - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, თუ დანაშაული გამოვლინდა, არავინ არ არის დაცული, მათ შორი არც თვითონ.

„არ მინდა სპეკულაციებში შევიდე და არც ის მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შეიძლება ამაზე პასუხი აგებინოს. პროკურატურა თუ არასწორად იძიებს საქმეს ან არასწორი დასკვნა დადო, ამას სასამართლო დაადგენს. ამიტომ, მე არ მგონია, რომ განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს ნიკა გვარამია რაღაც შეთქმულების.

არ მგონია, რომ კონსპირაციასთან გვქონდეს საქმე, მიზანმიმართულ დევნასთან, ეს არის ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი. თუ გამოვლინდა დანაშაული, არავინ არ არის დანაშაულის შემთხვევაში დაცული, მათ შორის - არც მე", - ამბობს ცქიტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×