რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) რუსთავში ფეხით მოსიარულე 63 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მამაკაცი ქუჩაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც მას „ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცს თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული. დაშავებული კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება და მდგომარეობა სტაბილურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×