რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) „გამარჯვებული საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაყალბებულია, რომელიც ეხება დოკუმენტს, რომლის მიხედვით ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილს დაუთმო.

ამ საკთხზე, პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ექსპერტიზის ბიურომ ხალვაშის ხელმოწერის შესახებ დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. როგორც „პრაიმტაიმის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში წერია, ხელწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის.

„გამარჯვებული საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი სამარცხვინოა და მოითხოვენ, ირაკლი ოქრუაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, რადგან ის რეალურად „რუსთავი2"-ის საქმის გამოა დაკავებული.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეა. მისი მტკიცებით, 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა.

კომპანიის დღევანდელი მფლობელი, ქიბარ ხალვაში ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×