რეზონანსი
09.08.2019

 ქართველ ემიგრანტი ოჯახმა 75 000 ევროს  ქურდობაში დაადანაშაულა - ამის შესახებ ინფორმაციას georgians.gr "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს. ოჯახის უფროსმა ეჭვმიტანილს პოლიციაში უჩივლა, პლანშეტი დაუმტვრია და 10 საათის განმავლობაში "აბულინგა". ოჯახმა თანხა იპოვა, რის შემდეგაც ქართველ ემიგრანტს ბოდიში მოუხადეს. 

„დამირეკა ჩემმა ახლობელმა გემიდან, რომელიც კუნძულიდან პირეოსისკენ მიემართება. კუნძულზე სადაც წაიყვანა მისმა ოჯახმა აგარაკზე (2 წელია რაც მათ ოჯახშია და მათ ბავშვს უვლის). 75 000 ევროს ოდენობის თანხა ჩაუდია უფროსს სეიფში და ეს სეიფი სადღაც სამუშაო მაგიდის უჯრაში.

მოკლედ, მოხდა ისე, რომ ეს სეიფი, რაზეც იდო ჩავარდა და რადგანაც ეს მაგიდა კუთხეში იყო (წარმოიდგინეთ დიდი მუხის სამუშაო მაგიდა) შეუძლებელი იყო, რომ დაგენახა ჩავარდნილი სეიფი.

მოკლედ, ამ უფროსმა ეგრევე თითი  ქართველისკენ გაიშვირა. (თან უსაბუთოა ეს გოგო).

სახლში ჩაკეტა, დაუმტვრია ტაბლეტი, აგინა ყველა ცუდი სიტყვით, რაც იცით, დაემუქრა, რომ კბილებს ჩაუმტვრევდა, პოლიციაში განცხადება დაწერა და მოკლედ, 10 საათის მანძილზე ჩვეულებრივად "აბულინგა". აბრალებდა, რომ მან სეიფი ამოიღო და ფული ფანჯრიდან ჩაუგდო მეორე პირს, ნაცნობს.

ამ დროს, ამ კაცის მეგობარი იყო სახლში მოსული და მასთან ერთად მთელი სახლის გადატრიალებაში ეხმარებოდა. იმან მოიფიქრა, რომ ის უზარმაზარი და მძიმე ოფისი უნდა გამოეწიათ და დაეშალათ. ესეც მოხდა! დაშალეს და იპოვეს მათი სეიფი მთლიანი თანხით!

მერე წავიდა ბოდიშები, გოგო შოკშია ამ წუთას, სამსახური დატოვა და წამოვიდა.

ჩვენ ეხლა რასაც მოვიმოქმედებთ არის ის, რომ ამ  ოჯახს ვუჩივლებთ და სასამართლოში წავათრევთ ბევრი მიზეზების გამო ამ საქმესთან დაკავშირებით. რადგან ლელას საბუთები არ აქვს არ ნიშნავს, რომ ვიღაც უფროსი იმოქმედებს ისე, როგორც თვითონ ევასება!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×