რეზონანსი
09.08.2019

 მოძღვარი, მამა გურამ ოთხოზორია ციხეში პატიმრებს ხვდება და მათ შორის არის ე.წ. კანიბალიზმის საქმეში მსჯავრდებული ბექა შენგელია.

„ბექასთან საათობით ვსაუბრობ. ის ამბობს, რომ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. სამჯერ ვკითხე, გათავისუფლების მანიფესტი რომ შემოვიდეს შენთან, რას იზამ-მეთქი და მითხრა, რომ უარს იტყვის. ამბობს, რომ ციხეში იპოვა თავი, უსასრულო პერსპექტივა აქვს, რომ ღმერთი და საკუთარი თავი შეიცნოს. გარეთ ყოფნის გამო ვერ დავთმობ ამ კომფორტსო. ბექა თავის თავს ეძებდა, მაგრამ არასწორად. როდესაც ადამიანს სიმდაბლე­ აკლია, ამპარტავნებაში გადადის. მან დიდი სულიერი ძალა აღმოაჩინა თავის თავში და იფიქრა, რომ ყოვლისშემძლეა, მაგრამ ვერ მართა ეს ძალა. ახლა უვადო პატიმარია. უკვე იპოვა საკუთარი ძალის მართვის სადავეები და აღარ უნდა გარეთ გამოსვლა“, - ამბობს მოძღვარი „კვირის პალიტრასთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×