რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ფეიენოორდთან" „დინამო არენაზე" მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილება შემდეგია:

„უეფა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე (დინამო - გაბალა), „დინამო თბილისის" გულშემატკივრების რასისტული ქმედების გამო:

კლუბი დაჯარიმდება 50 000 ევროთი;

აეკრძალება უეფა-ს ეგიდით გასამართ შემდეგ მატჩზე (დინამო - ფეიენოორდი) მაყურებლის დასწრება, ასევე კლუბი ვალდებულია, სტადიონზე გამოფინოს ბანერი #EqualGame", - ნათქვამია უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×