რეზონანსი
08.08.2019

 (რეზონანსი) შესაძლოა, მე არ უნდა მქონოდა დასავლეთის მიმართ ზედმეტი ნდობა, მაგრამ ეს ღირებულებაზე დაფუძნებული ჩვენი მიდგომა იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, დასავლეთთან მიმართებაში საკმაოდ გულუბრყვილოდ იყო განწყობილი, რადგან ფიქრობდა, რომ დასავლეთში ყოველთვის ასრულებდნენ იმას, რასაც ამბობენ და სჯერათ საკუთარი პრინციპების.

„ვფიქრობ, ამერიკა იყო პასუხისმგებელი ცოტა მოგვიანებთ, თუმცა როდესაც ეს გააკეთა, ეს იყო საკმაოდ სწორი. ერთადერთი, რაც იმედგაცრუება იყო მოგვიანებით, ეს იყო თავდაცვის მდივანი, რობერტ გეითსი, რომელმაც თქვა, რომ ამერიკა არ გამოიყენებდა ძალას და როდესაც რუსებმა ახალგორი აიღეს. ძირითადად, რუსეთმა ახალგორი გეითსის ერთი ფრაზის შემდეგ აიღო. ეს იყო ამაზრზენად ცინიკური და ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის საწინააღმდეგო, იყო სამხედრო ემბარგოს ერთ-ერთი ინიციატორი და ასე შემდეგ.

მიუნხეინს უსაფრთხოების კონფერენციაზე მან მითხრა - „არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში თქვენი გაწევრიანება კარგი იდეაა, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს სურს და რა გავაკეთო?". შემდეგ იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეხვედრა, სადაც ბუშმა იკითხა, თუ რა იყო სამხედრო ვარიანტები, ჩეინიმ თქვა - „მოდით, გამოვიყენოთ საკრუიზო რაკეტები" და გეითსმა თქვა - „არავითარ შემთხვევაში". გეითსის ნაცვლად რამსფელდი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ამ ვარიანტს გამოიყენებდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×